ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი უნდა გაირიცხოს დიდი ოცეულიდან.
როგორც ჯო ბაიდენმა ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო სამიტის შემდეგ განაცხადა, თუ რუსეთის გარიცხვაზე სხვა ქვეყნები არ დათანხმდებიან, უკრაინას მიეცეს შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა.
„ვფიქრობ, რუსეთი უნდა გაირიცხოს დიდი ოცეულიდან, მაგრამ დამოკიდებულია დიდი ოცეულის ქვეყნებზე, ეს საკითხი განვიხილეთ დღეს და წამოვწიე ის შესაძლებლობები, რაც უნდა გაკეთდეს, თუ ინდონეზია და სხვა ქვეყნები არ დაგვთანხმდებიან, მაშინ შეგვიძლია, უკრაინას მიეცეს შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა.