აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ასე მოიხსენია.
„ვფიქრობ, პუტინი სამხედრო დამნაშავეა“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იკვლევს განზრახ ესხმის თუ არა თავს რუსული სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს.