ჯო ბაიდენი - ვფიქრობ, პუტინი მკვლელია და ის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო საფასურს გადაიხდის
ვფიქრობ, პუტინი მკვლელია და ის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო საფასურს გადაიხდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეი ბი სი“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ის საფასურს აუცილებლად გადაიხდის და ამას აუცილებლად ნახავთ. ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა პუტინთან. მას კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბარი ასე დაიწყო, ვუთხარი „მე შენ გიცნობ და შენც მიცნობ. თუ დავადგენ, რომ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევა მოხდა, მაშინ შენ მზად უნდა იყო. ბაიდენმა ასევე დაადასტურა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსეთის ლიდერს უთხრა, „მას სული არ აქვს“.
ამასთან, ბაიდენი ფიქრობს, რომ „პუტინი მკვლელია“ .
„ვუთხარი, რომ ვიცი, მას სული არ აქვს, რაზეც მან მიპასუხა – ე.ი. ჩვენ ერთმანეთის გვესმის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბუშმა თქვა ცნობილი ფრაზა, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და მისი სული დაინახა. ვთქვი, რომ მეც ჩავხედე მას თვალებში და ვფიქრობ, მას სული არ აქვს. მან მიპასუხა, რომ ე.ი ჩვენ ერთმანეთის გვესმის. დიახ, მე ვფიქრობ, რომ პუტინი მკვლელია“, – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთი სავარაუდოდ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ცდილობდა.