ჯო ბაიდენი - ვფიქრობ, ჩინეთი ხვდება, რომ მისი ეკონომიკური მომავალი უფრო ახლოსაა დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან და იმედი მაქვს, არ ჩაერთვება
ჯო ბაიდენი - ვფიქრობ, ჩინეთი ხვდება, რომ მისი ეკონომიკური მომავალი უფრო ახლოსაა დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან და იმედი მაქვს, არ ჩაერთვება

ვფიქრობ, ჩინეთი ხვდება, რომ მისი ეკონომიკური მომავალი უფრო ახლოსაა დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან და იმედი მაქვს, რომ ის არ ჩაერთვება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრიუსელში, ნატო-ს საგანგებო სამიტის შემდეგ განაცხადა.

„შვიდი დღის წინ ვესაუბრე ჩინეთის ლიდერს და მკაფიოდ განვუცხადე, არ დავმუქრებივარ თუმცა მკაფიოდ განვუცხადე იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოყვეს რუსეთისთვის დახმარების აღმოჩენას. არ დავმუქრებივარ, მაგრამ მას ვუთხარი, რომ რამდენიმე ამერიკულმა და საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი ბარბაროსული ქცევის გამო. ვიცი, რომ მას აქვს ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან და აშშ-სთან, და დავარწმუნე რომ ისინი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ვფიქრობ, ჩინეთი ხვდება, რომ მისი ეკონომიკური მომავალი უფრო ახლოსაა დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან და იმედი მაქვს, რომ ის არ ჩაერთვება“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.