ჯო ბაიდენი - ვესაუბრე პალესტინის პრეზიდენტს, რათა დამეგმო „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე, დავარწმუნე, რომ ვმუშაობთ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მარაგის უზრუნველსაყოფად
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ესაუბრა.
ამის შესახებ ბაიდენმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
როგორც ბაიდენი წერს, პალესტინის პრეზიდენტთან საუბრისას მან დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე და გაიმეორა, რომ „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებასა და თვითგამორკვევის უფლებას.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა დახმარების მიწოდების საკითხებზეც.
„მე დავარწმუნე ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან რეგიონში, რათა უზრუნველვყოთ ჰუმანიტარული მარაგი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გაფართოება“, – დაწერა ჯო ბაიდენმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.