ჯო ბაიდენი - უკრაინის ნატო-ს ოჯახში გაწევრიანების საკითხზე ალიანსში დღეს ერთსულოვნება არ არსებობს
ჯო ბაიდენი - უკრაინის ნატო-ს ოჯახში გაწევრიანების საკითხზე ალიანსში დღეს ერთსულოვნება არ არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის.

„მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატო-ს ოჯახში გაწევრიანების საკითხზე ალიანსში დღეს, ამ მომენტში, ომის შუალედში ერთსულოვნება არსებობს. მაგალითად, ამას თუ გააკეთებ, თქვენ იცით – და მე ვიცი, რასაც ვამბობ – ჩვენ მიმართული ვართ, დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ეს არის პირობა, რომელიც ყველამ დავდეთ, რაც არ უნდა მოხდეს. ომი გრძელდება, მაშინ ჩვენ ყველა ომში ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით ომში რუსეთთან, თუ ეს მოხდება“, – განაცხადა ბაიდენმა.