ჯო ბაიდენი - უკრაინა იმავე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც ნატო-ს ყველა წევრი, ვფიქრობ, უკრაინას ეს შეუძლია, მაგრამ ეს არ არის ავტომატური
ჯო ბაიდენი - უკრაინა იმავე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც ნატო-ს ყველა წევრი, ვფიქრობ, უკრაინას ეს შეუძლია, მაგრამ ეს არ არის ავტომატური

რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის შეტანა სრულიად უპასუხისმგებლო საქციელია, – ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.

კითხვაზე, გაუადვილებს თუ არა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებას, მან უპასუხა, რომ „არა, რადგან ისინი იმავე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რასაც ყველა წევრი აკმაყოფილებს.“

„მე არ ვაპირებ ამის გაადვილებას. მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სამხედრო კოორდინაციის უნარის დემონსტრირებასთან დაკავშირებით, მაგრამ არის საკითხი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. არის თუ არა ქვეყანა კორუმპირებული? აკმაყოფილებს თუ არა იმ სტანდარტებს, რასაც ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა ასრულებს? ვფიქრობ, ეს ასე იქნება. ვფიქრობ, უკრაინას ეს შეუძლია, მაგრამ ეს არ არის ავტომატური“, – განაცხადა ბაიდენმა.