ჯო ბაიდენი - თურქეთის ქმედებები სირიაში ძირს უთხრის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლას
ჯო ბაიდენი - თურქეთის ქმედებები სირიაში ძირს უთხრის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლას

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, თურქეთის ქმედებები სირიაში ძირს უთხრის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლას.

აღნიშნულის შესახებ ჯო ბაიდენმა, სირიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერისადმი, ნენსი პელოსისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა.

მისი თქმით, სირიაში არსებული ვითარება და განსაკუთრებით თურქეთის მთავრობის ქმედებები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო შეტევის განხორციელების კუთხით, ძირს უთხრის „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების მიზნით წამოწყებულ კამპანიას, საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის განვითარებას და საშიშროების შემცველია აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის.