ჯო ბაიდენი - ტრამპი კენჭს რომ არ იყრიდეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიყრიდი კენჭს, მას არჩევნებში გამარჯვების უფლება არ უნდა მივცეთ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ტრამპი 2024 წლის არჩევნებში კენჭს რომ არ იყრიდეს, არაა დარწმუნებული, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბოსტონში საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ტრამპი კენჭს რომ არ იყრიდეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ კენჭს ვიყრიდი, მაგრამ ჩვენ მას გამარჯვების უფლება არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
როგორც „სიბიეს“ ნიუსი წერს, ბაიდენის შეხვედრაზე გადაღება და ჩაწერა აკრძალული იყო, თუმცა პრეზიდენტის ეს კომენტარი მასთან მყოფმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
„სიბიესთან“ საუბრისას პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, რომ ბაიდენის განცხადება იმ „ნარატივის“ გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის არჩევნებზე ფსონზე დემოკრატია დევს.
„სიბიეს“ ნიუსის ცნობით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ფავორიტია და შიდა პარტიული არჩევნები დღეს რომ გამართულიყო, პრეზიდენტობის კანდიდატად დონალდ ტრამპის დასახლებას დელეგატების 61%-ი დაუჭერდა მხარს. ამასთან, ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს სამი პროცენტით უსწრებს.