ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ფინეთის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერს ხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ფინეთის პრეზიდენტს და შვედეთის პრემიერ-მინისტრებს ხვდება.
ჯო ბაიდენის მოლაპარაკებები ფინეთის პრეზიდენტთან საული ნიინისტოსთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან ამ ორი ქვეყნის მიერ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადების ოფიციალური წარდგენიდან მეორე დღეს იმართება.
როგორც შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, სამი ლიდერის მოლაპარაკებები ვაშინგტონში მათ საშუალებას მისცემს, ნატო-სკენ მიმავალი გზის კოორდინირება მოახდინონ.
„ეს არის ისტორიული, გარდამტეხი მომენტი ევროპულ უსაფრთხოებაში, ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ორი ქვეყანა შეუერთდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს“, – განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა.
აღსანიშნავია, რომ შვედეთის და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება ალიანსის წევრი თურქეთი. როგორც სალივანმა აღნიშნა, აშშ -ის ადმინისტრაციაში დარწმუნებული არიან, რომ თურქეთის შეშფოთებების გადაწყვეტა შესაძლებელია.