ჯო ბაიდენი - სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფლების ნებას, რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში
ჯო ბაიდენი - სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფლების ნებას, რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში

რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაწერა.

ბაიდენის თქმით, დიქტატორი ვერსადროს წაშლის თავისუფლების მიმართ ხალხის სიყვარულს.

„დღეს მე ვიმეორებ, რაც ერთი წლის წინ ვთქვი, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში – დიქტატორი, რომელიც მიისწრაფვის იმპერიის აღდგენისკენ, ვერსადროს წაშლის თავისუფლების მიმართ ხალხის სიყვარულს. სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფლების ნებას. რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში, ვერასდროს“, – წერს ბაიდენი.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია.

„დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც დაბომბვა დაიწყო, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია. ხერსონიდან ხარკოვამდე – უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა. რუსეთის მიერ გასულ წელს დაკავებული ტერიტორიის ნახევარზე მეტ ნაწილში უკრაინული დროშა კვლავ ამაყად აღიმართა“, -აღნიშნავს ბაიდენი.