ჯო ბაიდენი - სიამოვნებით გავმართავდი ტრამპთან შეჯიბრს მანქანის მართვაში, მანამდეც გითხარით, რომ გოლფსაც ვითამაშებდი, საკუთარ ჩანთას თუ თავად ატარებს
მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მაკრიტიკებდნენ, რომ ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკაში. მე ვიყავი რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც აშშ-ის სენატში ოდესმე აურჩევიათ. ახლა კი ყველაზე ხანდაზმული ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან ტელედებატებისას ასაკის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს კაცი სამი წლით ახალგაზრდა და ნაკლებად კომპეტენტურია. უნდა შეხედოთ – რა გავაკეთო, როგორ გავუმკლავდე იმ საშინელ მდგომარეობას, რომელიც მან დამიტოვა. როგორც უკვე აღვნიშნე, 50 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, 800 ათასი სამუშაო ადგილი მრეწველობის სფეროში, მილიარდობით დოლარის კერძო ინვესტიციები ამერიკაში და ჩვენ ვიზრდებით.
ნახეთ, რას ამბობს ტრამპი და რას წარმოადგენს. სიამოვნებით გავმართავდი მასთან შეჯიბრს მანქანის მართვაში. მანამდეც გითხარით, რომ გოლფსაც ვითამაშებდი, საკუთარ ჩანთას თუ თავად ატარებს. ფიქრობ, შეძლებ ამას?“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.