ჯო ბაიდენი „შავი ისტორიის თვის“ ღონისძიებაზე - მე შეიძლება, თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ
მე შეიძლება, თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „შავი ისტორიის თვის“ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა.
„ვაშინგტონ თაიმსის“ ინფორმაციით, „ისტორიული შავი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების საძმოების შესახებ“ ბაიდენის განცხადებამ უხერხული მომენტი შექმნა. თეთრ სახლში შავკანიანი ამერიკელების მემკვიდრეობის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ღონისძიებას „ღვთაებრივი ცხრის“ პრეზიდენტები ესწრებოდნენ. „ღვთაებრივი ცხრა“ არის ცხრა „შავი საძმო“ და ქალთა საზოგადოება, რომლებიც 1906 და 1963 წლებში დაარსდა.
„ჩვენთვის პატივია, რომ აქ ყველა პრეზიდენტი გვყავს. სხვათა შორის, შეიძლება, თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ. მე ვიცი, სად არის ძალა. თქვენ გგონიათ, ვხუმრობ, მაგრამ დიდი ხნის წინ გავიგე „ღვთაებრივი ცხრის“ ძალის შესახებ“, – თქვა ჯო ბაიდენმა.
„ვაშინგტონ თაიმსის“ ინფორმაციით, შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ისტორიაში პირველია, რომელიც მასპინძლობს „ღვთაებრივი ცხრის“ ცხრავე პრეზიდენტს ერთ ღონისძიებაზე და დასძინა, რომ მან შექმნა მუდმივი ოფისი „ღვთაებრივი ცხრისთვის“ თეთრ სახლში.
როგორც „ვაშინგტონ თაიმის“ წერს, შემდეგ ბატონმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა თავის ძალისხმევას შავკანიანი ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და შავკანიანი ამერიკელებისთვის უმუშევრობის თითქმის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა.