ჯო ბაიდენი - სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც დაასრულებს კონფლიქტს, გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და შეცვლის აზერბაიჯანის როლს რეგიონში, აშშ მზადაა ამ კეთილშობილურ მისწრაფებას მხარი დაუჭიროს
ხანგრძლივი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ათწლეულების კონფლიქტს, გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და ძირეულად შეცვლის აზერბაიჯანის როლს რეგიონში, შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ კეთილშობილურ მისწრაფებას, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ბაქოს ენერგეტიკის კვირეულის მონაწილეებისთვის გაგზავნილ წერილში.
ბაიდენის განცხადებით, რეგიონული სტაბილურობა და ურთიერთკავშირი შეერთებული შტატების პრიორიტეტია.
„ეს უნდა გავაკეთოთ მომავალი თაობების გულისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა დარჩეს ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპებად“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაერო-ს კლიმატის სამიტი აძლევს აზერბაიჯანს უნიკალურ შესაძლებლობას, წინ წაწიოს ძირითადი გლობალური ინიციატივები, როგორებიცაა მეთანის ემისიის შეზღუდვა, ნავთობისა და გაზის სექტორი. ასევე, სუფთა ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი რჩება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საყრდენად, განსაკუთრებით, ევროპისთვის.