ჯო ბაიდენი სამხრეთ კაროლინის შტატში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში იმარჯვებს
ჯო ბაიდენი სამხრეთ კაროლინის შტატში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში იმარჯვებს. არსებული მონაცემებით, ჯო ბაიდენმა ხმების 96,2 პროცენტი მიიღო. სხვა კანდიდატებმა – მწერალმა მარი ანა უილიამსონმა – 2.1% და კონგრესმენმა მინესოტადან დი ფილიპსმა – 1,7%.
კენჭისყრა სამხრეთ კაროლინაში დემოკრატიული პარტიის პირველი ოფიციალური პრაიმერიზია ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მოქმედ პრეზიდენტს დემოკრატიულ პარტიაში სერიოზული კონკურენტები არ ჰყავს, ამიტომ მისი გამარჯვება სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ პრაიმერიზში მოსალოდნელი იყო.
არჩევნებში ბაიდენის სავარაუდო ოპონენტმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა ასევე გაიმარჯვა თავისი პარტიის პირველ პრაიმერიზში, რომელიც ნიუ ჰემფშირში ჩატარდა. მან ხმების 52,7 პროცენტი დააგროვა, პარტიის შიგნით მისმა მეტოქემ, გაერო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ კი – 43, 7%.