ჯო ბაიდენი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით თავის ხედვას სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს
ჯო ბაიდენი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით თავის ხედვას სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით თავის ხედვას სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს.

როგორც „ეიბისი ნიუსი“ იუწყება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ჯო ბაიდენი სავარაუდოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის დროს ისაუბრებს. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ხედვა მიმართული იქნება მსოფლიოში ამერიკის პოზიციის აღდგენისკენ.

ამასთან, როგორც მოსალდნელია, პრეზიდენტი ხელს მოაწერს რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენი მწვავედ აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას და არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელების პირობას დებდა.