ჯო ბაიდენი - საეჭვოა, აკონტროლებს თუ არა რუსეთი მარიუპოლს, ჯერ არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მარიუპოლი სრულად დაეცა
მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს, რომ მარიუპოლი სრულად დაეცა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენმა აღნიშნული კომენტარით შეაფასა რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები, რათა მარიუპოლიდან მშვიდობიანმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ გასვლა შეძლოს.
„უპირველეს ყოვლისა, საეჭვოა, აკონტროლებს თუ არა ის მარიუპოლს. ერთი საკითხი, რაც დანამდვილებით ვიცით მარიუპოლზე ისაა, რომ მან უნდა დაუშვას ჰუმანიტარული დერეფნები, რათა გასვლის შესაძლებლობა მისცეს ხალხს, რომელიც არის ნანგრევებში მეტალურგიულ ქარხანასა და სხვა ადგილებში. ასეთ გარემოებებში ამას ნებისმიერი სახელმწიფო მეთაური გააკეთებდა. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მარიუპოლი სრულად დაეცა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.