ჯო ბაიდენი - რუსული გაზის აღმოფხვრას ექნება თავისი საფასური, მაგრამ ეს არის სწორი ნაბიჯი მორალური თვალსაზრისით
რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი შევწყვიტეთ, რომ ცხადად გვეთქვა, ამერიკის მოსახლეობა არ არის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და გაუმართლებელი ომის სუბსიდირების ნაწილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პირველ რიგში, შეთანხმება ეხება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას. პუტინი იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს მეზობლების იძულებისთვის და მანიპულირებისთვის, საომარი მანქანის ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, შევწყვიტეთ რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი, რომ ცხადად გვეთქვა, ამერიკის მოსახლეობა არ არის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და გაუმართლებელი ომის სუბსიდირების ნაწილი“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ რუსული გაზის აღმოფხვრას ექნება თავისი საფასური, მაგრამ „ეს არის სწორი ნაბიჯი მორალური თვალსაზრისით“.
აშშ მიესალმა ევროკავშირის განცხადებას, რომ მკვეთრად შემცირდეს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. დღეს შევთანხმდით ერთობლივ გეგმაზე ამ ამოცანის შესასრულებლად, რომ აჩქარდეს ჩვენი პროგრესი უსაფრთხო და სუფთა ენერგეტიკის მიმართულებით. ინიციატივა ფოკუსირებულია ორ მთავარ საკითხზე, პირველი – დავეხმაროთ ევროპას, შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე შეძლებისდაგვარად სწრაფად, მეორე -ზოგადად გაზზე დამოკიდებულების შემცირება. რუსული გაზის აღმოფხვრას ექნება თავისი საფასური, მაგრამ ეს არის სწორი ნაბიჯი მორალური თვალსაზრისით, ეს ასევე იქნება უფრო ძლიერი სტრატეგიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.