ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტზე - ადამიანის ქცევის შეცვლის გარანტია არ არსებობს, ის ვლადიმერ პუტინია
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კითხვაზე, თუ რატომ არ შეცვალა პუტინმა თავისი ქცევა აშშ-ის ყველა ქმედების საპასუხოდ, სიცილით უპასუხა – „ადამიანის ქცევის შეცვლის გარანტია არ არსებობს, ის ვლადიმერ პუტინია“.
„ავტოკრატებს უზარმაზარი ძალა აქვთ და მათ არ უნდა უპასუხონ საზოგადოებას. ფაქტი სრულიად შესაძლებლად მდგომარეობს იმაში, რომ თუ მე ვუპასუხებ რუსეთის ნაბიჯებს იმ გზით, როგორც მე ამას გავაკეთებ, ეს მას ქცევას ვერ მოაშლევინებს, ის გაგრძელებას მოისურვებს“, – განაცხადა ბაიდენმა დიდი შვიდიანის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა აშშ-სთვის კიბერ კრიმინალების გადასაცემად, თუ ვაშინგტონიც ანალოგიურად იმოქმედებს. ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა პრობლემების დიდი ნაჭერი მოკბიჩა, რომლის დაღეჭვა გაუჭირდება. ამ კონტექსტში აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის და ლიბიის საკითხებში რუსეთის მონაწილეობა დაასახელა.