ჯო ბაიდენი - კიევზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის სისასტიკის შეხსენებაა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის სისასტიკის შეხსენებაა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პირობა დადო, რომ ის გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის სისტემას.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვან მომენტში და არ უგულებელვყოთ რუსეთის აგრესია“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.