ჯო ბაიდენი - რუსეთი მკაცრი და არსებითი შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ ზიანის მომტან საქმიანობას აწარმოებს
ჯო ბაიდენი - რუსეთი მკაცრი და არსებითი შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ ზიანის მომტან საქმიანობას აწარმოებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპულ ტურნეს რუსეთის გაფრთხილებით იწყებს.

ჯო ბაიდენმა გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლისთანავე, ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე შეკრებილ ათასამდე ამერიკელ ჯარისკაცსა და მათი ოჯახის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ „რუსეთი მკაცრი და არსებითი შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ მოსკოვი ზიანის მომტან საქმიანობას აწარმოებს“.

ბაიდენის თქმით, ის მკაფიო გზავნილს გადასცემს რუსეთის პრეზიდენტს, როდესაც ისინი მომდევნო კვირას ერთმანეთს შეხვდებიან.

„ჩვენ რუსეთთან კონფლიქტისკენ არ ვისწრაფით. გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა, თუმცა მე მკაფიოდ ვთქვი: აშშ უპასუხებს მკაცრად და არსებითად, თუ რუსეთის მთავრობა ზიანის მომტან საქმიანობაში იქნება ჩართული“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, მას სურს აღადგინოს ტრანსატლანტიკური კავშირები და განაახლოს რუსეთთან ურთერთობები.

„ეს ჩემი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობაა. დიდ შვიდეულზე მივდივარ, შემდეგ ნატო-ს მინისტერიალზე და შემდეგ შევხვდები ბატონ პუტინს, რათა შევატყობინო ის, რაც მინდა, რომ იცოდეს“, -აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს არის დაგეგმილი.