ჯო ბაიდენი - როგორც მსოფლიოს ყველა ერს, ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება, მოვალეობა, უპასუხოს სასტიკ თავდასხმებს
ჯო ბაიდენი - როგორც მსოფლიოს ყველა ერს, ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება, მოვალეობა, უპასუხოს სასტიკ თავდასხმებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები დაგმო და მას „ბოროტების აქტი“ უწოდა.

როგორც ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ჰამასი“ არის დაჯგუფება, რომლის დანიშნულება ებრაელების მოკვლაა.

მისი თქმით, ისრაელს სრული უფლება აქვს, თავდასხმას პასუხი გასცეს.

„როგორც მსოფლიოს ყველა ერს, ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება, აქვს მოვალეობა, უპასუხოს ამ სასტიკ თავდასხმებს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

„მე ვუთხარი მას: შეერთებულ შტატებს რომ განეცადა ის, რასაც თქვენ განიცდით, ჩვენი პასუხი იქნებოდა გადამწყვეტი და ყოვლისმომცველი“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.