ჯო ბაიდენი - რესპუბლიკელები თუ ვერ შეძლებენ თავიანთი უკიდურესად მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას, უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტით იმუქრებიან, ეს პოლიტიკური შანტაჟია
აშშ-ის პრეზიდენტი პოლიტიკურ შანტაჟად აფასებს რესპუბლიკელი სენატორების მიერ, კენჭისყრაზე გატანილი უსაფრთხოების დახმარების პაკეტის ჩაგდებას, სადაც უკრაინისთვისაც იყო თანხები გამოყოფილი.
პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკელები უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტით იმუქრებიან, თუკი ისინი ვერ შეძლებენ მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას.
„რესპუბლიკელები კონგრესში იმუქრებიან უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტით, თუ ვერ შეძლებენ მათი უკიდურესად მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს სუფთა პოლიტიკური შანტაჟია. ფსონი ძალიან მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი ზღვარზე არსებული პოლიტიკური ბალანსისთვის“, – დაწერა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში.