ჯო ბაიდენი - პუტინის ომი უკრაინაში რუსეთს დაასუსტებს, დანარჩენ მსოფლიოს კი გააძლიერებს
ჯო ბაიდენი - პუტინის ომი უკრაინაში რუსეთს დაასუსტებს, დანარჩენ მსოფლიოს კი გააძლიერებს

აშშ მუშაობდა 30 ქვეყანასთან რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოსაყოფად. ამერიკა გაუძღვება ამ ძალისხმევას სტრატეგიული რეზერვებიდან 30 მილიონი ბარელის გამოყოფით და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკული სანქციები მიმართულია რუსეთის ეკონომიკისკენ. მისივე განცხადებით, გამოიყენებს ყველა არსებულ ინსტრუმენტს ამერიკული ბიზნესისა და მომხმარებლების დასაცავად.

„უკრაინელები იბრძვიან წმინდა გამბედაობით, თუმცა შემდგომი დღეები, კვირები და თვეები რთული იქნება, რთული მათთვის. პუტინმა გააჩაღა ძალადობა და ქაოსი. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, მან მოიპოვოს მოგება ბრძოლის ველზე, ის გადაიხდის სულ უფრო დიდი ფასს გრძელვადიან პერსპექტივაში და ამაყმა უკრაინელმა ხალხმა, რომელიც მზად არის, იბრძოლოს მთელი სიმამაცით, რაც მას გააჩნია, დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არაერთხელ აჩვენა, რომ არ შეეგუება არავის, ვინც შეეცდება მათი ქვეყნის უკუსვლას.

ძვირფასო ამერიკელებო, მე ვიქნები გულწრფელი თქვენთან, როგორც ამას დაგპირდით. რუსეთის დიქტატორის მიერ უცხო ქვეყანაში შეჭრა მთელ მსოფლიოს აზარალებს. მე მივმართავ ძლიერ ზომებს, რათა უზრუნველვყო, რომ ჩვენი სანქციების ტკივილი მიმართულ იქნას რუსეთის ეკონომიკისკენ. მე გამოვიყენებ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამერიკული ბიზნესისა და მომხმარებლების დასაცავად.

შემიძლია გამოვაცხადო, რომ აშშ მუშაობდა 30 ქვეყანასთან მსოფლიოში რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოსაყოფად. ამერიკა გაუძღვება ამ ძალისხმევას სტრატეგიული რეზერვებიდან 30 მილიონი ბარელის გამოყოფით. და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ეს ნაბიჯი დაგვეხმარება გაზის ფასის დარეგულირებაში აქ, შინ, თუმცა მე ვიცი, რომ ის, რაც ხდება, შემაშფოთებელია ყველა ამერიკელისთვის. მაგრამ მინდა იცოდეთ, ჩვენ კარგად ვიქნებით. ისტორია უკვე დაწერილია. პუტინის ომი უკრაინაში რუსეთს დაასუსტებს, დანარჩენ მსოფლიოს კი გააძლიერებს“, – განაცხადა ბაიდენმა.