ჯო ბაიდენი - პუტინი არის მკვლელი დიქტატორი, სუფთა ავაზაკი, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მკვლელი დიქტატორი უწოდა.
წმინდა პატრიკის დღესასწაულთან დაკავშირებით საუბრისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში არსებულ ვითარებასაც შეეხო და პრეზიდენტი პუტინი მოიხსენია როგორც „მკვლელი დიქტატორი, სუფთა ავაზაკი, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.
ერთი დღით ადრე კი, ბაიდენმა პუტინი სამხედრო დამნაშავედ მოიხსენია. რასაც კრემლიდან პასუხი მოჰყვა. პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სრულიად მიუღებელი, შეუსაბამო და უპატიებელია ბაიდენის მხრიდან მსგავსი განცხადებები. იმ ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც ბირთვული ბომბი ჩამოაგდო დამარცხებულ ქვეყანაში. პესკოვი განმარტავს, რომ ჰიროშიმასა და ნაგასაკის გულისხმობს.