ჯო ბაიდენი პოლონეთში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ხვდება. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან ჯო ბაიდენის პირველი შეხვედრაა უკრაინელ მაღალჩინოსნებთან.
თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი შეუერთდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის უკრაინელ კოლეგებთან, დმიტრო კულებასთან და ალექსეი რეზნიკოვთან შეხვედრას.
მოგვიანებით დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
ჯო ბაიდენი პოლონეთში პარასკევს ჩავიდა.