ჯო ბაიდენი - პირველი მაისისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება
ჯო ბაიდენი - პირველი მაისისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება

პირველი მაისისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

ასევე, ბაიდენის გეგმით, 4 ივლისისთვის აშშ ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს.

„ამ ხანგრძლივი რთული წლის შემდეგ, ეს დამოუკიდებლობის დღე იქნება ნამდვილად განსაკუთრებული, რა დროსაც ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, არამედ დავიწყებთ ამ ვირუსისგან ჩვენი დამოუკიდებლობის აღნიშვნას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ დასასრულისგან ჯერ კიდევ შორსაა. მან მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

„მე მჭირდება, რომ თითოეულმა ამერიკელმა შეასრულოს თავისი წილი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.