ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ დაესწრება
ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.

პრეზიდენტის რანგში ბაიდენი ამ ღონისძიებაში ბოლოჯერ მიიღებს მონაწილეობას.

ბაიდენი, სავარაუდოდ, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამმხრივ მოლაპარაკებებში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან და სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული სამმხრივი შეხვედრა მიზნად ისახავს გასული წლის პირველი შეხვედრის შემდეგ მიღწეული პროგრესის განმტკიცებას.