ჯო ბაიდენი - პასუხს ვაგებინებთ რუსეთს, სანქციებს უკვე აქვს გამანადგურებელი შედეგი
ჩვენ პასუხს ვაგებინებთ რუსეთს, სანქციებს უკვე აქვს გამანადგურებელი შედეგი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წერს.
ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განხილული თემების შესახებ წერს.
„ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელების განსახილველად, მათ შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მაშინ, როდესაც ის იცავს საკუთარ თავს რუსული აგრესიისგან. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ რუსეთს და ჩვენს სანქციებს უკვე აქვს გამანადგურებელი შედეგი“, – წერს ჯო ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს ვოლოდიმირ ზელენსკიც.
„ახლახან მქონდა საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან. განხილული იყო ანტირუსულ სანქციებსა და უკრაინის თავდაცვით დახმარებაში ამერიკის ლიდერობა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესორი რაც შეიძლება მალე. მადლობა მხარდაჭერისთვის!“ – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.