ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიაში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა.
ბელფასტის აეროპორტში აშშ-ის პრეზიდენტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა. მედიის ცნობით, ვიზიტი უკავშირდება „დიდი პარასკევის“ შეთანხმების 25 წლის იუბილეს, რომელმაც ხელი შეუწყო ჩრდილოეთ ირლანდიაში 30-წლიანი კონფლიქტის დასრულებას.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება მშვიდობის შესანარჩუნებლად.
გავრცელებული ცნობით, ბაიდენი ბელფასტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკის მხარდაჭერის შესაძლებლობებზეც.
აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი იმ ფონზე ჩაინიშნა, როდესაც ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში ტერორიზმის საფრთხის დონე გაზრდილია.