ჯო ბაიდენი მზადყოფნას გამოთქვამს, კახოვკაში კაშხლის აფეთქების შემდეგ უკრაინას საჭირო დახმარება გაუწიოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზადყოფნას გამოთქვამს კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში ოფიციალური შეხვედრის დროს განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა გზავნილი აქვს ამერიკას რუსეთისთვის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბაიდენმა განაცხადა: „ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“.
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს ვითარების შეფასებას სამხრეთ უკრაინაში კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით.