ჯო ბაიდენი - მთელი საგარეო პოლიტიკა პირადი ურთიერთობების გაფართოებაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მისი საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომა შეაჯამა.
„მთელი საგარეო პოლიტიკა პირადი ურთიერთობების ლოგიკური გაფართოებაა. ეს ადამიანის ბუნების ფუნქციონირების გზაა და გასაგებია, როდესაც მართავთ ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო ნორმებს უგულებელყოფს და ამავდროულად, იგივე საერთაშორისო ნორმები გჭირდებათ იმისთვის, რომ მიიღოთ სარგებელი, რომელიც ამ საერთაშორისო ნორმებიდან მოდის“, – განაცხადა ბაიდენმა.