ჯო ბაიდენი - მჯერა, პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ ცხოვრებას
მჯერა, პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ ცხოვრებას, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხს ეხებოდა.
„ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის ტრაგიკული სიკვიდილი, მათ შორის ბავშვების. ვუსამძიმრებ პალესტინელებსა და ისრაელელებს, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები და ვუსურვებ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას. აშშ მოწოდებულია, იმუშაოს გაერო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სათავეში ჩაუდგეს ღაზაში მცხოვრები ხალხის გადაუდებელ ჰუმანიტარული დახმარებისა და ღაზაში რეკონსტრუქციისკენ მიმართულ ძალისხმევას. ჩვენ ამას გავაკეთებთ პალესტინის მთავრობასთან შეთანხმებით და არა „ჰამასთან”, არამედ მთავრობასთან ისე, რომ არ დავუშვათ, რომ “ჰამასმა” რაკეტების არსენალი შეავსოს. მჯერა, პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ ცხოვრებას და თავისუფლებით, კეთილდღეობით და დემოკრატიით სარგებლობას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა და მოძრაობა „ჰამასმა“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 20 მაისს გამოაცხადეს. შეთანმხება ძალაში 21 მაისის ღამეს შევიდა ძალაში.