ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის შეხვდება.
დასავლური მედია წერს, რომ ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გასვლის პარალელურად, ქვეყანაში ძალადობა სულ უფრო მასშტაბური ხდება. მედიის ცნობით, აშშ-ის ლიდერი ავღანეთს დიპლომატიურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას შესთავაზებს, რომ ქვეყანა რადიკალური სამხედრო ჯგუფების თავშესაფრად არ იქცეს.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა ავღანეთში 20 წლიანი მისიის დასრულების შესახებ განაცხადა, რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფებამ, „თალიბანმა“ ქვეყნის სულ მცირე 30 რაიონზე დაამყარეს კონტროლი. აშშ-ში ავღანეთის პრეზიდენტის ვიზიტს „თალიბანმა“ უსარგებლო უწოდა. დაჯგუფების პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰედის განცხადებით, ავღანეთის ლიდერები აშშ-ში საკუთარი ძალაუფლების და პირადი ინტერესების შენარჩუნებაზე ისაუბრებენ.
კოალიციურმა ძალებმა ავღანეთი საბოლოოდ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს უნდა დატოვონ.