ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობას ულოცავს. ამის შესახებ ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მე და ჯილი მშვიდობიან და სასიხარულო შობას ვუსურვებთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში. ამ წმინდა დღესასწაულზე ჩვენ აღვნიშნავთ რწმენის ძალას, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია. ვუერთდებით ჩვენს მართლმადიდებელ ქრისტიან დებსა და ძმებს, ვლოცულობთ ღვთის ყველა შვილისთვის ამ ახალ წელს“, – წერს ბაიდენი.