ჯო ბაიდენი - კორონავირუსთან ბრძოლის დროს აუცილებელია, ბიზნესმა იმუშაოს, თუმცა მას უნდა ჰქონდეს რესურსები
კორონავირუსთან ბრძოლის დროს აუცილებელია, ბიზნესმა იმუშაოს, თუმცა მას უნდა ჰქონდეს რესურსები,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ქალაქ ნეშვილში გამართული სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
„ბიზნესის გახნისთვის აუცილებელია რესურსები. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს რესტორანი, ის უნდა გაიხსნას. მაგრამ მას უნდა გამოვუყოთ დაფინანსება, რომ სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა შეძლოს. მაგალითად, იყიდოს დამცავი საშუალებები. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანებმა სწრაფი ტესტი ჩაიტარონ და ვირუსი აღარ გავრცელდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
საპასუხოდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ოპონენტი კორონავირუსთან ბრძოლის მთავარ სტრატეგიად ეკონომიკის გაჩერებას ასახელებს.
„შეხედეთ ნიუ იორკს. ეს უკვე ქალაქი მოჩვენებაა. რესტორნებში პლასტმასის დამცავების დამონტაჟება ძალიან ძვირია. ბიზნესი ამას ვერ გადაიტანს და ასეც ხდება. ეს ვერ იქნება საპასუხო რეაქცია. ადამიანი რესტორნაში პლასტმასის ყუთში ვერ დაჯდება. შეხედეთ ნიუ იორკს, ახლა ყველა ტოვებს ამ ქალაქს“, – განაცხადა ტრამპმა.