ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, ის მხარს უჭერს უკრაინისა და ისრაელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების გადაცემას.
„ისრაელი ირანის მხრიდან უპრეცედენტო თავდასხმების წინაშეა, უკრაინა კი რუსეთის მხრიდან მუდმივი დაბომბვის წინაშე დგას, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მკვეთრად არის გაძლიერებული. მე დაუყოვნებლივ მოვაწერ ხელს ამ კანონს, რათა გავუგზავნო მსოფლიოს მესიჯი – ჩვენ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან და არ მივცემთ ირანს ან რუსეთს წარმატების საშუალებას“, – აღნიშნავს ბაიდენი.