ჯო ბაიდენი ხვალ ისრაელის პრეზიდენტს შეხვდება, პარალელურად, ნიუ იორკის სასტუმროსთან, სადაც ისააკ ჰერცოგი იმყოფება, პროპალესტინელი აქტივისტები აქციას მართავენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს ვაშინგტონში შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ადასტურებს.
დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის პრეზიდენტის ოფისმაც.
ამასთან, ნიუ იორკში, სასტუმროსთან, სადაც ჰერცოგი იმყოფება, ათობით პროპალესტინელი აქტივისტი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „თავისუფლება პალესტინას“.