ჯო ბაიდენი - ხალხს აქვს მიზეზი, დაიჯეროს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაში ომს პოლიტიკური მიზეზით აჭიანურებს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ხალხს „ყველა მიზეზი“ აქვს, დაიჯეროს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ომს პოლიტიკური მიზეზით აჭიანურებს.
ამის შესახებ მან „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ჩაიდინეს თუ არა ისრაელის ძალებმა ღაზაში ომის დანაშაულები, ბაიდენი პასუხობს, რომ ეს „გაურკვეველია“.
ამავე ინტერვიუში ბაიდენი ამბობს, რომ ისრაელსა და საუდის არაბეთის შორს ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმება „უმეტესად ჩვენს ინტერესებში იქნება“.
ისრაელის მთავრობის პარტნიორები ულტრამემარჯვენე კოალიციაში ბენიამინ ნეთანიაჰუ მთავრობის დაშლით დაემუქრნენ, თუ ის მძევლების შესახებ შეთანხმების წინადადებას დაიცავს, რომელიც გასულ კვირას დაამტკიცა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტნიორები მკაცრ პოლიტიკას ემხრობიან და მოითხოვენ ღაზის სამუდამო ოკუპაციას და იქ ისრაელის დასახლებების აღდგენას.