აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა.
მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა თელავივის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.
თელავივში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ბენგურიონის აეროპორტის გარშემო გადაკეტილია გზები.