აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს ოთხშაბათს ეწვევა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ისრაელში ვიზიტისას ბაიდენი მიიღებს ყოვლისმომცველ ინფორმაციას ომის მიზნებისა და სტრატეგიის შესახებ“, – აღნიშნა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ბაიდენი ისრაელის მხრიდან მოისმენს, როგორ წარმართავს ოპერაციებს ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობამდე ღაზის სექტორში.