ჯო ბაიდენი - ისრაელის ლიდერებმა უნდა იპოვონ კონსენსუსი და არ უნდა იჩქარონ სასამართლო რეფორმის მიღება
ჯო ბაიდენი - ისრაელის ლიდერებმა უნდა იპოვონ კონსენსუსი და არ უნდა იჩქარონ სასამართლო რეფორმის მიღება

ისრაელის ლიდერებმა უნდა იპოვონ კონსენსუსი და არ უნდა იჩქარონ სასამართლო რეფორმის მიღება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა კოალიციამ, მრავალი საფრთხისა და გამოწვევის გათვალისწინებით, უნდა იმუშაონ კონსენსუსის მისაღებად.

„აშშ-ში ისრაელის მეგობრების პერსპექტივიდან ჩანს, რომ სასამართლო რეფორმის ამჟამინდელი წინადადების გამო სულ უფრო მეტი განხეთქილება ხდება. ამჟამად ისრაელის საფრთხეებისა და გამოწვევების დიაპაზონის გათვალისწინებით, აზრი არ აქვს ისრაელის ლიდერებისთვის ამის დაჩქარებას – აქცენტი უნდა იყოს კონსენსუსის პოვნაზე“, – განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ არაერთხელ გააფრთხილეს ნეთანიაჰუ და მისი მემარჯვენე რელიგიური კოალიცია, რომ „პოლიტიკის საკამათო სფეროებზე კონსენსუსის პოვნას საჭირო დროის დახარჯვა სჭირდება“.