ჯო ბაიდენი - ჰავაის კუნძულ მაუის ტყის ხანძრების შემდეგ ურყევი მხარდაჭერა ექნება
ჰავაის კუნძულ მაუის ტყის ხანძრების შემდეგ ექნება ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ აშშ-iს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„მთავრობამ უკვე გაგზავნა ასობით სასწრაფო დახმარების პერსონალი, საკვები და აუცილებელი ნივთები ნახანძრალ ქალაქში, სადაც 2 200-მდე შენობა განადგურდა. ჩვენ ვიქნებით თქვენთან იმდენ ხანს, რამდენიც დაგჭირდებათ, გპირდებით”, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საათობით მუშაობდნენ და ეძებდნენ ასობით ადამიანს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ორშაბათს გაემგზავრებიან ჰავაიში, რათა შეხვდნენ გადარჩენილებსა და ფედერალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს.