ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ თავს გამარჯვებულად აცხადებს, თუმცა იმედოვნებს, რომ როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, გამარჯვება სწორედ მას დარჩება.
ბაიდენის განცხადებით, ყველა ხმა უნდა იყოს დათვლილი, რადგან რესპუბლიკელები იწყებენ სამართლებრივ დავებს ზოგიერთ მნიშვნელოვან შტატში.
„არავინ აპირებს ჩვენი დემოკრატიის წართმევას”, – თქვა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ იქნება ყველა ამერიკელის პრეზიდენტი.
„როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, არ იქნება წითელი და ცისფერი შტატები. უბრალოდ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად იმყოფება ვიცე-პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი.