ჯო ბაიდენი გერმანიაში ჩავიდა
ჯო ბაიდენი გერმანიაში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიაში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც სააგენტო იუწყება, დღეს ბაიდენი ბერლინში ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის პრეზიდენტთან და კანცლერთან, რის შემდეგაც დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან.

მოსალოდნელია, რომ ისინი განიხილავენ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებას.