ერთი წლის შემდეგ კიევი დგას და უკრაინა დგას, დემოკრატია დგას, – ეს უკრაინაში ჩასული ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირველი განცხადებაა.
„სიენენის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარებას აანონსებს.
მედიის ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებს, მეტ „ჯაველინსა“ და ჰაუბიცას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენი კიევში პირველად ჩავიდა.