დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის ლეკვია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ ოპონენტ დონალდ ტრამპთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, ჩვენ უფრო სუსტები, ავადმყოფები, ღარიბები, დაყოფილები და მოძალადეები ვხდებით. მე პუტინს პირისპირ ველაპარაკე და ვუთხარი, რომ მის ქცევას არ მოვითმენდით. ის პუტინის ლეკვია. მას ჯერ კიდევ არაფერი უთქვამს რუსეთისთვის ამერიკელ ჯარისკაცებზე გამოცხადებულ ნადირობაზე“, – განაცხადა ბაიდენმა.
დემოკრატმა კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს ქვეყანაში დანაშაულის დონე 50 %-ით დაბალი იყო ახლანდელ მაჩვენებელთან შედარებით.