აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. ვაშინგტონში დემოკრატების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ აქამდე „დამჯერი ბიჭივით“ იქცეოდა და საჯაროდ არ აცხადებდა, რა აზრის არის ობამას ადმინისტრაციის მემკვიდრის შესახებ.
„მაგრამ ეს იყო შარლოტსვილამდე. მან მანქანით გაიარა აქციის მონაწილეებს შორის. გაიარა მათში. ვინ იფიქრებდა, რომ დღეს ამაზე ვისაუბრებდით და მისი მსგავსი პრეზიდენტი გვეყოლებოდა? ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც მოცულია პოლიტიკური თვითგადარჩენის იდეით. მისი მოწოდება ამით იწყება, გრძელდება და სრულდება. ყველაფერი განიხილება იმ ჭრილში, რამდენად ახდენს ის გავლენას ტრამპის განწყობაზე“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, გაჩუმება უკვე დანაშაულია, რადგან დემოკრატიული ინსტიტუციების არსებობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მათი არსებობა ძველებურად გარანტირებული აღარ არის.