ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპმა როდესაც ოფისი დატოვა, ქაოსი იყო, ჩვენ ყველაფერი ისევ აღვადგინეთ
მოდით, გადავხედოთ, თუ რა დამხვდა, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, რა დამიტოვა ბატონმა ტრამპმა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან ტელედებატებისას განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა ეკონომიკა, რომელიც თავისუფალ ვარდნას განიცდიდა. პანდემია, რომელსაც ასე ცუდად მართავდნენ. ბევრი ადამიანი კვდებოდა. ყველაფერი, რასაც ის ამბობდა, იყო არასერიოზული, როგორიცაა მათეთრებლის ინექციების გაკეთება. ეკონომიკა ჩამოინგრა, არ იყო სამსახურები, უმუშევრობის დონე 15 პროცენტამდე იყო გაზრდილი. ეს იყო საშინელება. ასე რომ, ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იყო ყველაფრის აღდგენის მცდელობა და ეს არის სწორედ ის, რისი კეთებაც დავიწყეთ. ჩვენ შევქმენით 15 ათასი ახალი ადგილი. ჩვენ გვაქვს 800 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მრეწველობაში. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელია. სამუშაო კლასის ადამიანებს ჯერ კიდევ პრობლემები აქვთ. სწორედ ამიტომ ვმუშაობ, რათა უზრუნველვყო ამ პრობლემებთან გამკლავება.
თუ გადახედავთ ყველაფერს, რაც გაკეთდა მისი ადმინისტრაციის მიერ, მას ბევრი რამ სულაც არ გაუკეთებია. იმ დროისთვის, როდესაც მან ოფისი დატოვა, ქაოსი იყო, ფაქტობრივად, ქაოსი. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი ისევ აღვადგინეთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ტრამპი ერთადერთია, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა ჰქონდა.
„მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას რაც შეეხება, ვფიქრობ, ის ერთადერთია, ვინც ასე ფიქრობს. არ მგონია, ვინმე კიდევ ფიქრობდეს, რომ მას მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა ჰქონდა. ფაქტი კი მდგომარეობს იმაში, რომ მისი ეკონომიკა აჯილდოებდა მდიდრებს, მან ამერიკის ისტორიაში გადასახადები ყველაზე მეტად შეამცირა, ორი ტრილიონი დოლარით. მან დეფიციტი იმაზე მეტად გაზარდა, ვიდრე ეს რომელიმე პრეზიდენტს გაუზრდია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.