ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შანსი მიკი მაუსსაც კი ექნება
ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შანსი მიკი მაუსსაც კი ექნება

​აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, არჩევნებზე დემოკრატებმა მიკი მაუსის კანდიდატურაც რომ წარადგინონ, მათ გამარჯვების შანსი ექნებათ. ასე გამოეხმაურა ჯო ბაიდენი მისი დემოკრატი მეტოქის, ბერნი სანდერსის შესახებ დასმულ კითხვას, „ემესენბისის“ ეთერში.

გადაცემის წამყვანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, თითქოს ბერნი სანდერსის პრეზიდენტობის კანდიდატად შერჩევის შემთხვევაში, დემოკრატები დამარცხდებიან, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დემოკრატების წაგებას გამორიცხავს.

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რომელიმე დემოკრატს შეუძლია, წააგოს. ვფიქრობ, მიკი მაუსი შეგვიძლია წარვადგინოთ ამ პრეზიდენტის წინააღმდეგ და მას შანსი ექნება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.